გვიმრაძე თეიმურაზ  რევაზის ძე
გვიმრაძე თეიმურაზ  რევაზის ძე

გვიმრაძე თეიმურაზ  რევაზის ძე ( 30. VI. 1955, სოფ. შილდა,  ყვარლის რაიონი ეთნოლოგი. წარჩინებით დაამთავრა თსუ  (1981). არის ისტორიის მეც. კანდ. (2000),  თსუ-ის დოცენტი (2004), თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის უფრ. ლაბორანტი (1981-1987), აკად. გ. ჩიტაიას კაბინეტის გამგე (1987-1991), თსუ-ის ეთნოლოგიის კათედრის უფრ. მეცნიერ-თანამშომრომლი (1991-1995),  პარალელურად ისტორიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი, თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის  დეკანის მოადგილე სასწ. დარგში (1995-2000), ამავე ფაკ-ტის დოცენტი (2000-2005), თსუ-ის მატერ. რესურსების მართვის სამსახურის უფრ. და ეთნოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი (2005-2006), თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს კონსულტანტი (2014-დან), თსუ-ის ეთნოლოგია-ანთროპოლოოგიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2018-დან), ალმანახ ,,ჯავახიანისა და“  ივ. ჯავახიშვილის თხზ. სრული აკად. კრებ. სარედაქციო საბჭოს წევრი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საგამომცემლო საბჭოს ისტორიის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის წევრი, შემდეგ კი  საგამომცემლო საბჭოს მდივანი (2026-დან). გ. თ. დაჯილდოვებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელით (2023).

თხზ. : გვიმრაძე, თ. (2015). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ვახტანგ შამილაძე 80. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941134548;  გვიმრაძე, თ. (2017). ივ. ჯავახიშვილის მოხსენება ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის შესახებ: (თსუ 100). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941136092;  გვიმრაძე, თ. (თანაავტორი). (2017). ეთნოლოგური თბილისი - თბილისის ტრადიციული ყოფა და კულტურა. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941261190; გვიმრაძე, თ. (2022) სპორტული თამაშობა-სანახაობანი და სამხედრო ასპარეზობები საქართველოში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941333699; გვიმრაძე, თ. (თანაავტორი). (2025). ეთნოლოგური. თბ.,  უნივერსალი, ISBN 978994134576; გვიმრაძე, თ. (2025). ქართული ეთნოსის გადარჩენის მიზეზები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941525278.